Sunday, October 19, 2014

მე-9 დღე. ტრენინგის შეჯამება



                  ხალისიანი, საინტერესო დღე გვქონდა.
                  წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგებში, ვისწავლეთ გვერდების შექმნა, შეცვლა და ა.შ. ასევე საინტერესო იყო დრაივში მუშაობა სურათების  ჩასმა გაჯეტებად, ბლოგში ფოტოალბომის გადატანა.
          და ბოლოს, დამთავრდა ჩვენი შეხვედრები,შთაბეჭდილებით დატვირთული ვბრუნდები სკოლაში ბევრი რამ ვისწავლე. გავიგე, როგორ დავწერო პროექტი და როგორ განვახორციელო სასწავლო პროცესში. ეს პროექტი დაწყებული მქონდა, მაგრამ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შემდეგ თითქმის მთლიანად შევცვალე. ახლა უკეთ ვიცი, რა მინდა გავაკეთო იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოვუმუშავო ის უნარ-ჩვევები, რასაც 21-ე საუკუნე მოსთხოვს  მათ. მესმის, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი მათი სათანადო ცოდნით  აღჭურვაზე, ჩვენიქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
              დიდი მადლობა ქ-ნ ქეთის ჩვენს მიმართ გაწეული შრომისათვის

No comments:

Post a Comment