Sunday, October 19, 2014

მე-9 დღე. ტრენინგის შეჯამება



                  ხალისიანი, საინტერესო დღე გვქონდა.
                  წინა დღის მასალის გამეორების შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგებში, ვისწავლეთ გვერდების შექმნა, შეცვლა და ა.შ. ასევე საინტერესო იყო დრაივში მუშაობა სურათების  ჩასმა გაჯეტებად, ბლოგში ფოტოალბომის გადატანა.
          და ბოლოს, დამთავრდა ჩვენი შეხვედრები,შთაბეჭდილებით დატვირთული ვბრუნდები სკოლაში ბევრი რამ ვისწავლე. გავიგე, როგორ დავწერო პროექტი და როგორ განვახორციელო სასწავლო პროცესში. ეს პროექტი დაწყებული მქონდა, მაგრამ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შემდეგ თითქმის მთლიანად შევცვალე. ახლა უკეთ ვიცი, რა მინდა გავაკეთო იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოვუმუშავო ის უნარ-ჩვევები, რასაც 21-ე საუკუნე მოსთხოვს  მათ. მესმის, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი მათი სათანადო ცოდნით  აღჭურვაზე, ჩვენიქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
              დიდი მადლობა ქ-ნ ქეთის ჩვენს მიმართ გაწეული შრომისათვის

Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

     ვერ გავიგე, დრო როგორ გამეპარა.ტაარენინგის მონაწილენი რომ ნელ-ნელა წამოიშალნენ, გამიკვირდა, ვიფიქრე,რა ადრე მიდიან-მეთქი.გვიან მივხვდი, მეცადინეობის დრო დამთავრებულიყო. კიდევ მინდოდა ყოფნა, მაგრამ მეორე ჯგუფის მეცადინეობის დრო ახლოვდებოდა.
     დღეს გავეცანით:
     .    ფასილიტაციის რესურსებბს
     .     დამოუკიდებლად შევქმენით ფასილიტაციის მასალები,
     .     ვიმუშავეთ პორტფოლიოს შექმნაზე.
     .     განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტები,
     .     ნაშრომები ავტვირთეთ ბლოგზე,
     .     მუშაობისას გამოვიყენეთ გაჯეტი,დრაივი
     .     საბოლოოდ,ვისწავლეთ, როგორი უნდა იყოს სასწავლო პროექტი წარმატებული

ტრენინგის მე7 დღე

 დატვირთული დღე გვქუნდა, სამუშაო-შინაარსიანი. დღეს ძირითადად ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე. გავეცანით როგორ მოვარგოთ სასწავლო პროექტი სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს, როგორ დავასაქმოთ ისინი მუშაობის პროცესში, როგორ მივაღწიოთ მათ აქტივიზაციას,  შევისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისათვის,შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე მასალები, ვიმუშავეთ ბლოგში.
 
     
დიდი მადლობა - ქეთის უანგარო ზრუნვისა და დახმარებისათვის

Sunday, October 12, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

დრო შეუმჩნევლად გარბის, ისე, რომ ვერც ვიგებთ.  დღევანდელი მეცადინეობაც გამეორებით დავიწყეთ გავიმეორეთ:  ახალი ბლოგის შექმნა,   ვნახეთ ბლოგის მენიუ.       ბლოგში სურათის  ჩასმა,  დიზაინის შეცვლა  სათაურის შეცვლა ჩანაწერების წაშლის შემთხვევაში მისი   აღდგენა  ვისწავლეთ გაჯეტი.
ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის დაწერა   შევქმენით მოსწავლის პრეზენტსცია, გავეცანით მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს, მათ გამოყენებას პროექტებით  მუშაობის დროს  განვიხილეთ   სასწავლო პროექტების გეგმები,        საინტერესო იყო  დიაგრამებისა და პროცენტების შესწავლა
 ყოველივე ეს გამომადგება მოსწავლეებში  21-ე  საუკუნის უნარების გამომუშავეაში.  თითოეული  დღისთვის, გულისხმიერებისათვის,  ჩვენი განათლებისათვის ჩვენს განმანათლებელს უღრმესი მადლობა.                                         

Saturday, October 11, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

ევრიკა' ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, მართლაც აღმოჩენაა ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა.გავეცანით საავტორო უფლებებს, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს,  ვიმუშავეთ ბლოგებზე, კერძოდ, შევისწავლეთ სურათების ჩასმა,  დიზაინი,  ბლოგიდან ტექსტისა და სურათის წაშლა და აღდგენა შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში. დიდი მადლობა ქ-ნ ქეთის  

Sunday, October 5, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

საინტერესო  იყო დღევანდფლი დღეც. ყოველი მეცადინეობა სულ ახალ-ახალ ცოდნას გვაძლევს ინტელის სასწავლო კურსის მიხედვით სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით.                                                                                                                  ინტელის შინაარსისა თუ რესურსების გაცნობა,განხილვა, შესწავლა მეტად აქტუალურია თანამედროვე მეთოდებით გაკვეთილების მომზადებასა და ჩატარებაში. მიმაჩნია, რომ ამის გარეშე შეუძლებელია, იმ დაკვეთების შესრულება, რასაც სახელმწიფო უყენებს საგანმანათლებლო სისტემას, კერძოდ,სკოლებს.

Saturday, October 4, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

როგორც ყოველთვის,საინტერესო და პრიდუქტიული იყო დღევანდელი დღე.                              ვმუშაობდით ბუკლეტის გეგმის შედგენაზე,სწავლების პროცესში სტანდარტის დადგენაზე, მიზნის/მიზნების განსაზღვრაზე, ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შერჩევაზე და სხვა.                                                                                                                   ამ  საკითხების სწავლებაში გამოყენება, ვფიქრობ,ძალიანდაგვეხმარება მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, სწავლების მიზნების განხორციელებაში, საგნობრივი სტანდარტების მიხედვით ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში.